16 მაისი, 2016

16 წლის ხელოვანი საავტორო კონცერტს გამართავს

lizi-budagashvili116 წლის ხელოვანი – კომპოზიტორი, მხატვარი და პოეტი – ლიზი ბუდაღაშვილი საავტორო კონცერტს გამართავს.

17 მაისს თბილისში, კომპოზიტორთა სახლში ჩატარდება ლიზის საავტორო მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტი, სადაც შესრულებულდება მისი ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის, დუეტები ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის, ფორტეპიანოსა და ჩელოსთვის, ფორტეპიანოსა და ჰობოისთვის, სასიმღერო ნაწარმოებები. ავტორთან ერთად ნაწარმოებებს შეასრულებენ წარმატებული მუსიკოსები.

ლიზი ბუდაღაშვილი ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეა. ის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის მაკა ვირსალაძის კლასში ირიცხება.