17 მაისი, 2016

გამოიძახეთ ოთო ნემსაძის ტაქსი სიკეთისთვის

oto1მომღერალმა ოთო ნემსაძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზად არის საკუთარი მანქანით მოემსახუროს მოქალაქეებს და მოგროვილი თანხით გაჭირვებულებს დაეხმაროს. მომღერალი მომსახურების განრიგსაც აქვეყნებს:

“ჩემო მეგობრებო, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხვალ დილიდან თქვენს განკარგულებაში ვართ მე და ჩემი მანქანა. რამოდენიმე დღე ვიტაქსავებ… აკა სინჯიკაშვილს, ამ ძალიან კარგ ადამიანს შევხვდი დღეს და ბევრი რაღაც მასწავლა, ხოდა გაგაცნობთ განრიგს.

დილის 08:00-დან დავიწყებ ზარების მიღებას და თქვენი იმედი მაქვს, იქნება შესვენება 14:00-დან 16:00-მდე და მერე მთელი საღამო შუაღამემდე თქვენს განკარგულებაში ვარ.

დილიდან ველი თქვენს ზარებს T: 599957697

ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია!”