ზურაბ შარია პოლიტიკაში მიდის

zura-sharia1რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია პოლიტიკაში მიდის. როგორც მსახიობი აცხადებს, ჩვენს ქვეყანას ჩვენვე უნდა მივცეთ განვითარებისა და წინსვლის საშუალება, ამიტომ ის მზად არის ამ საშვილიშვილო საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.

ზურაბ შარია:

“საღად მოაზროვნე, ჯანსაღი აზრისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული, პატრიოტი ადამიანების გასაგონად ვამბობ: გადაწყვეტილება მიღებულია, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ვიყრი კენჭს!!!

მხოლოდ თქვენი, საღად მოაზროვნე, ნიჭიერი ადამიანების იმედი მაქვს!!! პროგრამას მოგვიანებით გაგაცნობთ. მერწმუნეთ, ყველა თქვენგანის აზრის გათვალისწინებითა და ზუსტად ყველა თქვენთაგანის საკეთილდღეოდ ვიღწვი!!!

ჩვენ ქვეყანას ჩვენვე უნდა მივცეთ განვითარებისა და წინსვლის საშუალება! წინასწარ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ჩვენ გავიმარჯვებთ!!!”