Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თეატრალური საზოგადოება დაპირისპირების მიზეზი ხდება

18 აპრილი, 2016

teatraluri-sazogadoeba135 წლის წინ საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მწერლის ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული საქართველოს თეატრალური საზოგადოება დაპირისპირების მიზეზი ხდება.

საზოგადოები გამგეობის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ დაწესებულებას და რისი გაკეთება შეუძლია მას მომავალი თაობის თეატრალებისთვის.

ვრცელი სიუჟეტი ამ თემასთან დაკავშირებით P.S-მა მოამზადა. სადაც ირკვევა, რომ დაპირისპირება ორგანიზაციის კუთვნილი ისტორიული შენობის იპოთეკაში ჩადებას მოჰყვა. თეატრალური საზოგადოების გამგეობამ ისტორიული შენობა ვითიბი ბანკიდან 26000 ლარის გამოსატანად გამოიყენა. ამის შესახებ კი თეატრალური საზოგადოების წევრთა უმრავლესობამ არაფერი იცოდა. 2012 წელს შენობის იპოთეკით დატვირთვას გამგეობის 35 წევრიდან მხარი მხოლოდ 13-მა დაუჭირა. მეორე იპოთეკური სესხი თეატრალურმა საზოგადოებამ ვითიბი ბანკიდან 2013 წელს აიღო. სესხის ზუსტი ოდენობა უცნობია.

საბანკო კრედიტით მიღებული 23000 ლარი ქართული თეატრის და საერთაშორისო თეატრის დღის აღსანიშნავად პრემიებზე და ხელფასებზე დაიხარჯა. აქედან 14000 ლარი სახელობით პრემიებზე, წლის საუკეთესო ქმნილების პრემიებზე 4400 ლარი, ჟიურის ერთჯერადი ხელფასი 1900 ლარი, სამივლინებო ხარჯებზე კი 3000 ლარი. სოლიდური პრემიები ერგოთ თავად ჟიურის წევრებს, თეატრმცოდნეებს მერი გურგენიძესა და როსტომ ჩხეიძეს.

თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელის გოგი ქავთარაძის განცხადებით, მათ კრედიტი შენობის გასარემონტებლად აიღეს. გამგეობის ყოფილი წევრები კი აცხადებენ, რომ გამგეობა თეატრის სახლს ერთპიროვნულად საკუთარი ფინანსური მიხზნებისთვის განკარგავს.

იპოთეკის გარდა შენობას და თეატრალურ საზოგადოებას ბევრი სხვა პრობლემაც აქვს. ნახევარი შენობა გაქირავებულია. შენობაში განთავსებულია საქელეხო დარბაზი, ტელეკომპანიები, კათარზისის სასადილო, კერძო სტამბა და ანსამბლი ჯავახი.

თეატრალური საზოგადოება ასევე ფლობს აგარაკებს მანგლისსა და ბობოყვათში. მანგლისში არსებულ აგარაკებს 22 წლის განმავლობაში მხოლოდ შარშან მიაკითხეს, ისიც სავარაუდოდ გაყიდვის მიზნით.