22 აპრილი, 2016

რუსთაველის და შექსპირის იუბილეები მასშტაბურად აღინიშნება

rustaveli-da-sheqspiri12016 წელი ორი გენიოსის – შოთა რუსთაველის და უილიამ შექსპირის საიუბილეო წელია. მათი შემოქმედება დღესაც ისევე მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც საუკუნეების წინ. შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავის აღნიშვნით გვსურს ახალგაზრდა თაობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ მსოფლიო დონის ხელოვანთა შემოქმედება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის (ხელოვნების სასახლე), ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თბილისის მერიის, ევროპული სკოლისა და საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით: „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

23 აპრილს 14 საათზე ხელოვნების სასახლეში ტარდება უშუალოდ პროექტის და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების პრეზენტაცია, პროექტის წარდგენა და ონლაინ გამოკითხვისთვის შერჩეული რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების პრეზენტაცია.

23 აპრილი – 20 მაისი – ონლაინ გამოკითხვა რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების გამოსავლენად.

21 მაისი – ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების გამოცხადება და ჩვენება ხელოვნების სასახლის კედელზე მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს.

25 მაისი – 25 ივნისი – სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა კონკურსი ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების შთაგონებით შექმნილ ნამუშევრებზე.

26 მაისი – ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების ჩვენება მონიტორზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

10 სექტემბერი – 10 ოქტომბერი – გაიმართება ორი გამოფენა ხელოვნების სასახლეში სახელწოდებით ,,შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში.” გამოფენა ,,შექსპირი ქართულ ხელოვნებაში”, სადაც წარმოდგენილი იქნება შექსპირის პიესების მიხედვით დაგმული ქართული სპექტაკლებისთვის შექმნილი პოსტერები, დეკორაციები და კოსტუმები და გამოფენა სადაც წარმოდგენილი იქნება შექსპირისა და რუსთაველის ციტატების ინსპირაციით შექმნილი სტუდენტური ნამუშევრები.

ოქტომბერი/ნოემბერი – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად დაბეჭდავს ღია ბარათებს სტუდენტურ კონკურში გამარჯვებული ნახატების გამოსახულებით, რაც წვლილს შეიტანს პროექტის პოპულარიზაციაში.

ოქტომბერი/ნოემბერი – ხელოვნების სასახლე გამოსცემს გამოფენის კატალოგს.
ამავე პერიოდში სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა კონკურსზე შერჩეული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა ევროპულ სკოლაში; შემდეგ კი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს რიგ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, კერძოდ:
შექსპიროლოგი და რუსთველოლოგი გვესაუბრებიან ამ ორ გენიალურ შემოქმედზე;
ნიკოლას როული საუბრობს თემაზე ,,როგორ წავიკითხოთ შექსპირი”
შექსპირის ქართული თარგმანები

პროექტის თითოეული პარტნიორი ორგანიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და ბრიტანული შემოქმედებითი აზროვნების ამ ორი მწვერვალის შემოქმედების პოპულარიზაციას და საიუბილეო თარიღების აღნიშვნას. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული ღონისძიებები ერთის მხრივ პატივს მიაგებს ამ ორ გენიოსს შემოქმედებას და მეორეს მხრივ თანამედროვეებისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, უფრო გასაგებს გახდის მათი შემოქმედების მნიშვნელობას და გაუღრმავებს სურვილს ისწავლონ მეტი მათ შესახებ და დარწმუნდნენ, რატომ არის აქტუალური დღესაც როგორც შექსიპირი, ისე რუსთაველი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ბრიტანეთის საბჭოში:
მაია დარჩია, ხელოვნების პროგრამის მენეჯერი, მობ: 599 902006,
e-mail: maya.darchia@ge.britishcouncil.org
ეკატერინე ფაცაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, მობ:591 229803;
e-mail: ekaterine.patsatsia@ge.britishcouncil.org