Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქეთა თოფურიას საჩუქარი ბავშვებს

28 აპრილი, 2016

keta-topuria2მომღერალი ქეთა თოფურია უკვე წლებია მოსკოვში ცხოვრობს და “ა სტუდიოს” ვოკალისტია.

მეგობრების დაჟინებული თხოვნით, ქეთამ მომღერლობას დიზაინერობასაც შეუთავსა და კონცერტებზე ცნობილი მემოდელეების სამოსი საკუთარი ეგმოვნებით შექმნილი კოსტიუმებით ჩაანაცვლა.

როგორც დიზაინერმა, ქეთამ გასულ წელს მოდის კვირეულის შოუ რუმში მიიღო მონაწილეობა, წელს კი მოსკოვის მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციას ოფიციალურად წარადგენს.

შვილის გაჩენის შემდეგ, მომღერალმა გადაწყვიტა საკუთარი საქმიანობა გააფართოვოს და კოლექცია ბავშვებისთვისაც შექმნას. მისი დიზაინით გოგონებისთვის განკუთვნილი ტყავის ქურთუკების ლიმიტირებული რაოდენობა გამოუშვა და პრეზენტაციაც მოაწყო.

ლურჯი, შავი და ვარდისფერი ტყავის ქურთუკები ქეთამ ელვებით და კნოპებით გააფორმა და ახალი კოლექციისთვის სპეციალური ფოტოსესიაც მოაწყო.

keta