ქართველი ბარიტონი მსოფლიოს ურთულეს ოპერაში

gocha-abu1lიტალიელი კომპოზიტორის Ottorino Respighi-ს ოპერა La campana sommersa “ჩაძირული ზარი” მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს ოპერად არის მიჩნეული, რის გამოც, ნაწარმოები სულ სამჯერ დაიდგა.

იტალიაში Teatro Lirico di Cagliari-ში ამ ოპერაში ქართველი ბარიტონის დებიუტი შედგება. გერმანიაში მოღვაწე გოჩა აბულაძე L’Ondino-ს პარტიას იმღერებს.

გოჩა აბულაძე:

“დღეს დებიუტი მაქვს Teatro Lirico di Cagliari-ს ძალიან მნიშვნელოვან თეატრში Ottorino Respighi-ის ოპერაში “ჩაძირული ზარი”. ოპერას დირიჟორობს ძალიან დიდი და გამოჩენილი იტალიელი დირიჯორი Donato Renzetti. საინტერესოა, რომ ამ ოპერის სირთულის გამო, სულ სამჯერ იყო დადგმული აქამდე, ხოლო იტალიაში პირველად იდგმება.”