12 აპრილი, 2016

პირველად საქართველოში! არ გამოტოვოთ!

barseli1პირველად საქართველოში და არა მარტო…

21 აპრილს, 19:30 საათზე პანტომიმის სახელმწიფო თეატრში გაიმართება პოეზიის საღამო – ,,კოსმოგენები”‘- მსოფლიო პოეზიის თანავარსკვლავედი, ნაწილი პირველი.

პოეტი ბარსელი წაიკითხავს შემდეგ ავტორებს: შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, ბესიკი, ტერენტი გრანელი, გრიგოლ რობაქიძე, მურმან ლებანიძე, შოთა ნიშნიანიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ფრანჩესკო პეტრარკა, უილიამ შექსპირი, ჯონ გორდონ ბაირონი, იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ჰაინრიხ ჰაინე, რობერტ ბერნსი, თეოფილე გოწიე, შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, შანდორ პეტეფი, ფედერიკო გარსია ლორკა, ალექსანდრე პუშკინი, ალექსანდრე ბლოკი, სერგეი ესენინი, მიხეილ ლერმონტოვი, ნიზამი განჯელი, ჯალალ ედ-დინ რუმი, ანვარი, ჰაო-ჟანი მენი.

პროექტი 5 თვის მანძილზე მზადდებოდა. 50-ზე მეტი საღამოს და 6 კრებულის ავტორი პოეტი ბარსელი კიდევ ერთხელ წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე მაღალი გემოვნების მძივად აკინძული მარგალიტით. საღამო იქნება თეატრალიზებული შტრიხებით გაფორმებული და მასში მონაწილეობას მიიღებს მიმი სოფო ლოლაძე.

არ გამოტოვოთ!