10 აპრილი, 2016

პარამოცეკვავეს ჩვენი დახმარება სჭირდება

paramocekvave1პარამოცეკვავე ვიქტორ ქარქიშვილს ჩვენი, საზოგადოების დახმარება სჭირდება. გორში მცხოვრები მოცეკვავე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს და ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ვიქტორი ამჟამად ძველი, ამორტიზებული ეტლით გადის რეპეტიციებს, რომელიც საკუთარი ხელით აღადგინა. ის სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, უკეთესად ცეკვისთვის და

მოძრაობისთვის ვიქტორს აქტიური ეტლი ესაჭიროება, რომლის ყიდვის შანსსაც მას პროექტი ERTAD.GE აძლევს, თუმცა საზოგადოების აქტიურობის გარეშე პარამოცეკვავის ამ ოცნებას ასრულება არ უწერია.

ვიქტორ ქარქიშვილი:

“მე ვარ პარა მოცეკვავე. ვცხოვრობ გორში, მესაჭიროება აქტიური ეტლი, რომელის შეძენის რეალურ საშუალებას თქვენი დახმარებით მაძლევს პროექტი ERTAD.GE.

იმედს ვიტოვებ, გამოიჩენთ მხარდაჭერას, მოქალაქეობრივ სოლიდარობას და მისცემთ ჩემს პროექტს 1 ხმას თქვენი “ფეისბუქიდან”.

პროექტის მიზანია ეტლის შეძენა, რომელიც ჩემთვის ძალიან საჭირო და მნივნელოვანია პროფესიულად.

იმედს ვიტოვებ, რომ თვის ბოლოს იქნება ის შედეგი, რომ ჩვენ ეტლის შესაძენად გარკვეულ თანხას თქვენის მეშვეობით მოვიპოვებთ…

მეორადი ეტლის შესაძენად გვესაჭიროება 2500 ლარი. ამჟამად გავდივარ რეპეტიციებს ძველი ამორტიზებული ეტლით, რომელიც ჩემი ხელით აღვადგინე და არ არის იმ დონის, რომ შევძლო სრული დატვირთვით მუშაობა.

თქვენი მხარდაჭერისა და დახმარების შემდეგ მე მომეცემა საშუალება, რომ ვასახელო ჩვენი ქალაქი, ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება გავანებივროთ სხვადასხვა შოუ პროგრამებით. ვიმედოვნებ, არ დატოვებთ ჩემს თხოვნას უყურადღებოდ.

ბევრი ვეცადე, ყველანაირ გზას მივმართე, რომ ეს თანხა მომეპოვებინა… ხელისუფლების დაპირებები და ასე შემდეგ და ეს პროექტი ჩემი იმედია!

გადადით საიტზე ERTAD.GE, ნახეთ პროექტი “პარამოცეკვავესათვის ეტლის შეძენა”, გაიარეთ რეგისტრაცია და მომცეთ ხმა. ხმის მიცემა უფასოა. ეს პროცედურა მხოლოდ 2 წუთს წაგართმევთ, ჩემთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უფალი გფარავდეთ!”

დეტალური ინფორმაცია ხმის მიცემის შესახებ, ნახეთ აქ:

https://www.facebook.com/viqtor.qarqishvili/videos/1065325986860114/?hc_location=ufi