Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარგო ლუჩკო ჟურნალისტებს აფრთხილებს

margo-luchko1“შალვა რამიშვილის შოუს” გუნდის ყოფილი წევრი მარგო ლუჩკო ჟურნალისტებს აფრთხილებს.

მარგო ლუჩკო:

“მასმედიის საყურადღებოდ, რომლებსაც მე უდიდეს პატივს ვცემ!!!

ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ შალვა რამიშვილის ირგვლივ მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩემთვის აქტუალური არაა. ჩემს ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბები ხდება, ვიდრე ვიღაცის ან ვიღაცეების პირადი ცხოვრების გარჩევა.

გადაცემიდან „შალვა რამიშვილის შოუ“ ჩემი წასვლის მიზეზი ჩემს მორალურ პრინციპებთან შოუს ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენება იყო. ამ საკითხს აღარ მინდა დავუბრუნდე.

შეკითხვას, რომელიც ჟურნალისტებს შეიძლება გაუჩნდეთ, რატომ არ განვაცხადე მე თავის დროზე ამის შესახებ, ვპასუხობ: მე არ განვეკუთვნები ისეთი ადამიანების რიცხვს, რომლებსაც სააშკარაოზე გამოაქვთ შიდა სამზარეულო, მითუმეტეს თუ პროფესიული თანამშრომლობა, ხელმძღვანელის მხრიდან სხვა სახის, ჩემთვის სრულიად მიუღებელ ურთიერთობებს გულისხმობს.

ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ შემაწუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით.”