Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლევან ღვინჯილია: “სახელმწიფო ენის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა”

14 აპრილი, 2016

levan-gvinjilia114 აპრილი ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ თბილისში დემონსტრაციები ჩატარდა.

1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგად შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ნებართვა შეენარჩუნებინათ ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუტი.

ამ მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია 14 აპრილს ეხმაურება, სახელმწიფო ენის დღევანდელ მდგომარეობას სავალალოს უწოდებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ლევან ღვინჯილია:

“14 აპრილია!…. უკვე აღარ ვიცი, ეს თარიღი ვინმეს უნდა მივულოცო, თუ – არა, როცა სახელმწიფო ენის დღევანდელი მდგომარეობა ასე სავალალოა, ხელისუფლება კი “არცა ტოკამს”…

რამდენი ანბანია მსოფლიოში: 14 , თუ 16???

დღეიდან ასე ვთქვათ:

მსოფლიოში 14 ანბანი (ანუ დამწერლობა) კი არ არის, არამედ 14 ერსა აქვს საკუთარი ანბანი.
რაც შეეხება დამწერლობას, დღემდე ცნობილია არა 14(!!!), არამედ 16!!!

მათგან 3 ქართულია: (14) -ასომთავრული; (15) – ნუსხახუცური და (16) – მხედრული.”