17 აპრილი, 2016

კიანუ რივზი: “მე არ შემიძლია ამის მიღება!”

kianu-rivzi1მსოფლიო ვარსკვლავი კიანუ რივზი ყოველთვის გამოირჩეოდა უბრალოებით და თავმდაბლობით. მისი ქცევები და გზავნილები მსოფლიოსთვის ფართო საზოგადოების გულებამდე მიდიოდა. გამონაკლისი არც კიანუს ახალი მოწოდება გახდა.

კიანუ რივზი:

“ნამდვილად ვერ გავხდები იმ სამყაროს ნაწილი, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას გამოაჩინონ ის, რისი გამოჩენაც არასასურველია.

ვერ გავხდები იმ სამყაროს ნაწილი, სადაც არ არსებობს სინდისი და რწმენა, სადაც ადამიანების მხოლოდ მაშინ სჯერათ, თუ ის იტყვის “გპირდები”.

სადაც ქალებს არ უნდათ ჰყავდეთ ბავშვები, მამაკაცებს კი არ სურთ ოჯახი.

სადაც ლაწირაკები წარმატებულად თვლიან თავს მამიკოების მანქანებზე წამოსკუპებულნი და ყველა, ვისაც ოდნავი ძალაუფლება გააჩნია, ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ არარაობა ხარ.

სადაც ადამიანები ალკოჰოლის ჭიქით ხელში ცინიკურად ამტკიცებენ, რომ სწამთ ღმერთის და მინიმალური წარმოდგენა არ აქვთ საკუთარ რელიგიაზე.

სადაც ზრდილობა სირცხვილია, მორიდება კი ნაკლი.

სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული და მხოლოდ პარტნიორის საუკეთესო ვარიანტს ეძებენ.

სადაც ადამიანები საკუთარი მანქანის მოვლა-პატრონობით ისე არიან გართული, რომ არ ენანებათ არც ფული, არც დრო… თვითონ კი სე საცოდავად გამოიყურებიან, რომ ამის დაფარვა მხოლოდ ძვირფას მანქანას შეუძლია.

სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ღამის კლუბებში ფლანგავენ მშობლების ფულს, იგრიხებიან პრიმიტიული მუსიკის ფონზე, ქალებს კი ისინი სწორედ ამის გამო უყვარდებათ.

სადაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან აღარ განირჩევა და ამას თავისუფალი არჩევანი ჰქვია, მაგრამ ის, ვინც სულ სხვა გზას ირჩევს და საკუთარი არჩევანი აქვს, დესპოტებისგან გაკიცხულია.

მე არ შემიძლია ამის მიღება! მე საკუთარი გზა მაქვს და მას ვირჩევ! სამწუხაროა, რომ ვერ გამიგეს სწორედ იმ ადამიანებმა, ვისგანაც ამას ყველაზე მეტად ველოდი!”