8 აპრილი, 2016

ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა

bachi-qitiashvili1ქართული როკის ლეგენდა ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა. ის სიმსივნით იყო დაავადებული და უკურნებელ სენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძოდა. მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით მუსიკოსი საპატრიარქოს კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ბაჩი ქიტიაშვილის მიერ დაარსებული ანსამბლი “ბურმუხა” აღმოჩნდა პირველი, ვინც საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ სივრცეში გაბედა და საქართველოში როკ-მუსიკა ააჟღერა. მისმა შემოქმედებამ არაერთი თაობა აღზარდა.

ბაჩი ქიტიაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მწერალმა ტორესა მოსიმ გაავრცელა:

“სამწუხარო ამბავი. ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა.”