ასე გამოიყურება გადახურული იშხანი

ishxani1ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლების აღდგენის საკითხი ბოლო წლებში აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფოს მიერ.

თურქულ მხარესთან შეთანხმებით დაიწყო იშხნის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე IX საუკუნის
ტაძრის გადახურვა დასრულებულია.

ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“ძირითადად ნორმალურადაა სამუშაოები შესრულებული. სამწუხაროდ, არქეოლოგიური კვლევა არ მომხადარა. მაგრამ მთავარი მოხდა: იშხანი გადარჩა განადგურებას.

რაც შეეხება ოშკს, სამუშაოები დაგეგმილია, მაგრამ ვერ ხორციელდება ჯერჯერობით.”ishxani123