8 აპრილი, 2016

„9 აპრილის ელეგია“ მსახიობებისა და მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით

9-aprili1ხვალ, 9 აპრილს შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდთან“ და „საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან“ თანამშრომლობით წარმოადგენს ღონისიძიებას „9 აპრილის ელგია“, რომელიც გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის ბაღში, ლადო გუდიაშვილის ქ. 7, 18:30 საათზე. დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია!

„მაშინ, როდესაც, მავანი „შემოქმედნი“ 9 აპრილს აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის არაერთგზის ანექსიონერისა თუ ოკუპანტი „იმპერიის“ ქალაქებში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აქ თბილისში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს 9 აპრილს გაღებული უანგარო მსხვერპლის მიზეზი… გაიხსენოს 9 აპრილს გამოხატული ერის ურყევი ნება … გაიხსენოს ის აქტი საზოგადოებრივი ერთიანობისა და თავგანწირვისა… პატივი მივაგოთ ამ დღეს დაღუპულთ და კარგად გავაანალიზოთ თუ რა მნიშვნელობის მოვლენა იყო და არის 9 აპრილი.“

მსახიობები და მომღერლები მხატვრულ-თეატრალიზებული ფორმით გააცოცხლებენ 1989 წლის 9 აპრლის მოვლენებს, საზოგადოების წარმოამდგენლები კი დღევანდელი გადასახედიდან გაანალიზებენ 27 წლის წინანდელ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად განვითარებულ მოვლენებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები ქეთევან შერვაშიძე, ნაირა გელაძე, გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, გიორგი გურული, თამარ ადამია, თორნიკე ჩიხლაძე, ლაშა ჩხვიმიანი, ლევან საბაშვილი, გიორგი სავანელი და მუსიკოს შემსრულებლები, თავად 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე, ფოლკლორისტი მარინა კოლხიდაშვილი, საესტრადო დუეტი ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი. საღონისძიებო სივრცე გაფორმებული იქნება ამ დღის ატმოსფეროს შესაბამისად.

საზოგადოებას სიტყვით მიმართავს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია.