20 აპრილი, 2016

გადავარჩინოთ ახალგაზრდა პოეტი

irakli-chincharauli124 წლის ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული 9 ნოემბერს მძიმე ავტოავარიაში მოყვა, მიიღო ქალა–ტვინის ურთულესი დაზიანება და ამჟამად იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში.

ირაკლის დასახმარებლად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

21 აპრილს სამების ტაძარში ანსამბლი „ლიბუ“ და მისი ხელმძღვანელი თამარ გოგოჭური საქველმოქმედო საღამოს ჩაატარებენ, სადაც გაიყიდება ირაკლი ჭინჭარაულის ახალი წიგნი.
პოეტის დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე შესრულდება საგალობლები და ხალხური სიმღერები. მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

ირაკლი ჭინჭარაულის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ სპეციალურად მისთვის გახსნილ ანგარიშზე:

GE02TB1821136512500017
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: თეონა არდოტელი