22 მარტი, 2016

ვასილ კიკნაძე გარდაიცვალა

vasil1ცნობილი თეატრმცოდნე, არაერთი თაობის აღმზრდელი და ქართული თეატრის დიდი მოამაგე ვასილ კიკნაძე გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა:

“ბატონი ვასო კიკნაძე გარდაიცვალა!!!

დღეს საავადმყოფოში ხელებით მანიშნა დამთავრდა ყველაფერიო, ღიმილით დამემშვიდობა და რამდენიმე საათში წავიდა კიდეც. კაცი, რომელმაც თეატრის სიყვარული მასწავლა და პროფესიაში გზა გამიკვალა. წავიდა ადამიანი, რომელმაც ქართულ თეატრს 47 წიგნი მიუძღვნა და უამრავი სტუდენტი აღუზარდა.

მშვიდობით, ბატონო ვასო…”