22 მარტი, 2016

სუხიშვილები! არ გრცხვენიათ?

suxishvilebis-protesti– სუხიშვილები! არ გრცხვენიათ? – ასეთი გამოხმაურება მოჰყვა სუხიშვილების მონაწილეობას უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქცია-კონცერტში.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სუხიშვილები უკრაინის დროშით ღია ცის ქვეშ, შუა ჭავჭავაძის გამზირზე რუსეთის საელჩოს შენობის წინ ცეკვავენ, საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა.

მათი საქციელით აღშფოთებულმა ინტერნეტმომხმარებლებმა მოცეკვავეების საქციელი დაიწუნეს:

“ნინო და ილიკო საფლავში ტრიალებენ!”

“სამწუხაროდ, სუხიშვილები ნაც მეხოტბეები იყვნენ ყოველთვის და ასევე დარჩნენ, სირცხვილი მათ!”

“სუხიშვილები და ნაცები, მეტი ვინმე დაინახეთ საპროტესტოდ გამოსულები.”

“ეტყობა, სუხიშვილებიც დაშანტაჟებული ჰყავთ…. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ….”

“ცეკვავენ ხალხის ნერვებზე და ხელფასები და სახლებიც ურიგდებათ შესრულებადობით.”

“სუხიშვილები! არ გრცხვენიათ? თქვენი პროტესტი არ მახსოვს მიშას ჯოჯოხეთში! შინ რომ საკუთარი ქალი პატიმრები და დედები არ გახსოვთ, ამ მკვლელ სავჩენკოზე რა ვენებს იხსნით? თქვენ ნაციონალური საგანძური ხართ თუ ნაციონალური მოძრაობა?”