25 მარტი, 2016

საქართველო მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების ფოკუსში

saqartvelos-videorgoliსაქართველო და მისი ღირსშესანიშნაობები მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების ფოკუსშია.

სვანეთი, კახეთი, აჭარა – უკვე გამოკვეთილია ის 10 ძირითადი ფაქტი, რის გამოც საქართველოთი მსოფლიო ინტერესდება: ღვინის სამშობლო, უნიკალური დამწერლობა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება, პირველი ევროპელები, ფლორა და ფაუნა, ტურიზმის დაუსრულებელი შესაძლებლობები, ზაფხულის და ზამთრის კურორტები, მთები და ლაშქრობები, სწრაფი განვითარება.

საქართველოს საიმიჯო კლიპი “ზაფხული საქართველოში” ინტერნეტში გავრცელდა. ინგლისურ და რუსულენოვან ვიდეორგოლებში ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებია გაერთიანებული.