Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო ამაშუკელი: “რას მერჩოდით?”

1rezo-amashukeli-1პოეტი რეზო ამაშუკელი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, გამოფხიზლდნენ და არ დაუშვან ხალხის ბოლომდე გამოთაყვანება.

რეზო ამაშუკელი:

“საქართველო, თბილისი, რომელიც მთელ საბჭოთა სივრცეში დახვეწილობის, ესთეტურობის, გემოვნებიანობის მექა იყო, დღეს პირდაღებული უყურებს ამ კრუხის პალოს – ჯოჯო ჯაჯოს “სხვა რაკურსს”. ეს არის სოფლის მასშტაბის გაიძვერა და ამ ამღვრეულ დროს მორგებული ზიზილ-პიპილოიანი თაღლითი, რომელიც ისედაც დაბნეული ხალხის აზროვნებას თავისი გადაცემებით აბინძურებს. ამ ჯოჯოს თუ დავუჯერებთ, ბოზების და პედერასტების ქვეყანა ვყოფილვართ. ჩემთვის მთავარი არც სააკოვის საყურიანი შიბაქი დუტა სხირტლაძეა და არც ქ-ნი თეონა გეგელია, რომელმაც ჩემზე ცინიკურად განაცხადა, “ბოლოს და ბოლოს, გაიტანეთ ეს ამაშუკელიო!”

რას მერჩოდით? რა მჭირდა მე თქვენი საქილიკო?

იმას მერჩოდით, რომ ნაკლულები ხართ და კომპლექსებით გაძიძგნილები!

აქ ყველაზე მთავარი ქ-ნი ეკა ხოფერიაა, რომელიც დადის და ულუ-ყაენივით ატრიალებს თვალებს! მე ამ ქალბატონს სულ მალე გამოწვლილივით დასაბუთებულად მივადგები.

ის თბილისი, რომელიც მასპინძლობდა და უსმენდა რიხტერს, ნეიჰაუსს, აბორინს, როსტროპოვიჩს და სხვა კორიფეებს, დღეს ზის და პირდაღებული უყურებს ნანუკა ჟორჟოლიანის აქოთებულ ბოტასებს, პამპულა ქაჯების გაუთავებელ ჯღანვას, ნინა წკრიალაშვილის და შორენა ბეგაშვილის ლესბოსურ ლოღნას, კრეატიული კრეტინის სერგი გვარჯალაძის მუსიკალურ ექსპანსიას, “ტაბულას” მატლებს და გიტარიან საჭურისებს!

რატომ??? იმიტომ, რომ დემოკრატიაა! იმიტომ, რომ ხალხი ბოლომდე გამოათაყვანონ! იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ქართველობა დაავიწყონ და სამუდამოდ გადააგვარონ!”