Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქეთი დოლიძე: “იმის მაგივრად, რომ ენა ჩაიგდონ…”

qeti1კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას უპირისპირდება. მიზეზი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებია, რომელიც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას უკავშირდება.

ქეთი დოლიძე:

“ყველაზე ამაზრზენია ეს გაუთავებელი კომენტარები და გარჩევები. ამ ამაზრზენი კომპანიის მსხვერპლს სწორედ ისინი არ უფრთხილდებიან და იყენებენ თავისი პოპულისტური ხავილისთვის. იმის მაგივრად რომ ენა ჩაიგდონ და აღარ არჩიონ ეს ფაქტი საჯაროდ! ამაზე არ გიფიქრიათ? და ის დავიჯერო, რომ თვითონ რომ მაღალზე მაღალი ხელფასი გაქვს, შენ გეცოდება სირია და თურქეთის ტერაქტის მსხვერპლნი? გაათავეთ ეს საზიზღარი პოპულიზმი! გინდათ გამოიკვლიოთ? ამას ამდენი წივილი რად ჭირდება ღია ეთერში!!!! მიდით და გამოიკვლიეთ! ბაზრობაზე მდგარი და კრედიტის გადამხდელები გიგლეჯენ გულს? გაუყავით თქვენი ხელფასი და მორჩით ამ წივილ-კივილს… არავის თქვენი კივილის არ ეშინია!!!! მორჩა! პ.ს. ერთი რამ ვერ გავიგე მე, არავის თქვენი კივილის არ ეშინიაო, რომ წერს, რატომ მიიღო საკუთარ თავზე ჩემი მუქარა და აღშფოთება კადრების გამავრცელებლებზე????”

ინგა გრიგოლია:

“რისი ღირსია ეხლა ეს ,,კუკარაჩა”… აი, ამან უნდა თქვას ქალი ვარ და ლეჩაქი მხურავსო… ჯერ თითო სოფელს რომ ხუთი მილიონი მისცეს, ის დაითვალოს… მერე – მერიიდან და კულტურის სამინისტრიდან სულ ახლახანს მიღებული თანხები თავისი გაუგებარი ფესტივალისთვის და მერე ითვალოს სხვისი ხელფასი… ჩვენ ამხელა მორალურ ტერორზე ვსაუბრობთ, ვუპირისპირდებით და ეს ქალი კუკარაჩა რეებს წერს, უნდა ნახოს ყველამ. აი, ესაა გაპრავების პიკი და საზოგადოების იმ ერთიანობასთან ღია დაპირისპირება, რასაც ბოლო დღეებშია ყველა ერთად ვუპირისპირდებით…”

ინგა გრიგოლიას ბოლო კომენტარი მიუძღვნა რეჟისორმა:

“ეს ბოლო კომენტარი ქ-ნ ინგა გრიგოლიას: რამდენჯერმე სცადეთ, თქვენთან გადაცემაში მიგეწვიეთ, უარს გითვლიდით. 3 კვირის წინაც უარი შემოგითვალეთ, რადგან თქვენი გულწრფელობის არ მწამს. ბევრი საბუთი დამიგროვდა ამისთვის. რადგან იგივე ხერხს მიმართავთ და თქვენსას არ იშლით, კი ბატონო…….

“კარგი რამ მჭირდეს, მიკვირდეს, ავი რა საკვირველია!” ფესტივალს რომ ეჭიდავებით, ქ-ნო სექსოლოგო, ესეც ააშკარავებს თქვენს მიკერძოებას. ჩემო ქ-ნო სექსოლოგო, ამდენი წლის მანძილზე ფესტივალ “საჩუქარზე” ხმა რატომ არასდროს ამოგიღიათ? 2007-ში, დილიდან “იმედს” რომ დარბევა დაემუქრა, ქეთი დოლიძე არ იყო, თქვენ რომ არ მოგშორებიათ? მე იქ არ ვიყავი, თქვენთან? იქნებ ისიც ვიკითხოთ, ვის როგორი რეიტინგი აქვს? თქვენმა ახალმა პატრონებმა დაგავალეს, რომ პირველივე გადაცემა ტვ 1-ის არხზე ჩემზე პასკვილური სიუჟეტი ყოფილიყო? სირცხვილი აღარ გაქვთ? ვინც “გმირად” მიგიჩნევთ, იმათი ასარჩევია! ჩემი ადამიანური და პროფესიონალური ღირსება რომ შელახეთ, პირადად თქვენ, ქ-ნო სექსოლოგო, ამაზე თქვენი გულშემატკივრები რატომ არაფერს ამბობენ? ამის შემდეგ წერეთ და იკითხეთ! სკანდალის მეტი არაფერი გაინტერესებთ, თორემ თეატრში და ფესტივალებზე თქვენ მე არ მინახიხართ და ამიტომ თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. მე ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ! გადახედეთ ჩემი და ფესტივალის “საჩუქარი” საერთაშორისო დირექტორატის და მისი მეგობრების სიას და მიხვდებით, რამდენად მდიდარი ვარ თქვენზე!!!! Asta la Vista!”