14 მარტი, 2016

ქართველი მომღერლების მხარდაჭერა ნადეჟდა სავჩენკოს

himni1მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალყურს, რა განაჩენს გამოუტანს რუსული სასამართლო უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს, მის მხარდასაჭერად ქართველმა მომღერლებმა ჰიმნი ჩაწერეს და ვიდეორგოლიც გადაიღეს.

„Я не здамся без бою!” (ბრძოლის გარეშე არ დავნებდები!) – ასე ეწოდება სიმღერას, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერლები სოფო ბედია, გიორგი მახარაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ბერიძე, ანრი ჯოხაძე, მაკო კვიტაიშვილი, ანი კეკუა, ნინი ბადურაშვილი, ნინი წიკლაური, გიორგი ჩიქოვანი და სოფო გელოვანი ასრულებენ.