4 მარტი, 2016

ფრედერიკ ბეგბედერი ქართველებს 11 მარტს შეხვდება

1begbederiცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში ჩამოვა და 11 მარტს მკითხველთან შეხვედრას გამართავს. ბეგბედერი ჟურნალ “12”-ის რედაქტორის ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება თბილისს.

ბიბლუსი გალერეაში ავტორი გაესაუბრება მკითხველს, უპასუხებს მათ კითხვებს და დაარიგებს ავტოგრაფებს. შეხვედრაზე დასწრება კი ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

ფრედერიკ ბეგბედერის თბილისში ვიზიტამდე “არტინფო” გაგახსენებთ მის გახმაურებულ ნაწარმოებს “99 ფრანკი”.

***

ვინც თესავს ქარს, იმკის ქარიშხალს.

გლამური ის ქვეყანაა, სადაც ვერასოდეს შეაღწევ.

ადრე უამრავი მეგობარი გყავდა; ახლა ერთიც აღარ დაგრჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც არასოდეს გყოლია.

ევრო იმისთვის გამოიგინეს, რომ მდიდრების ხელფასი 6-ჯერ ნაკლებად აღმაშფოთებლად გამოჩენილიყო.

სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთის გარდა, როცა მოსაწყენია.

ის, რასაც ადამიანები სითბოსა და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.

თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოები ერთ ამოცანას უსახავენ პროპაგანდის მინისტრებს, გაზეთების მთავარ რედაქტორებსა და სკოლის დირექტორებს – ხალხს შეაყვარონ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ (ოლდოს ჰაქსლი).

სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს.

დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა.

ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, ამიტომაც გადავწყვიტე 33 წლის ასაკში სამსახურისთვის თავი გამენებებინა, თანაც, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისთვის.

სიახლის უპირატესობა ისაა, რომ მუდმივად იცვლება. ყოველთვის გამოჩნდება სიახლე, რომელიც წინამორბედს დააძველებს.

ეს მე უნდა გადავწყვიტო დღეს, თუ რა მოგინდებათ თქვენ ხვალ.

როგორ მოხდა, რომ ეპოქაში, რომელშიც ცინიზმმა თავისი აყვავების მწვერვალს მიაღწია, რეკლამა მსოფლიოს მბრძანებლობის ტახტზეა წამოსკუპული?!
თვითმფრინავს როგორ გაიტაცებ, თუ შიგ არ ახვალ (ინგლისური ანდაზა)

იმ სამყაროში, რომლის აღწერასაც ვაპირებ, კრიტიკის სიმწვავე დიდი ხანია მონელებულია, თაცხედობა – წახალისებული, დაბეზღება – უხვად დასაჩუქრებული, ხოლო პამფლეტი შეკვეთილი და ორგანიზებულია.

გარდასული დროის დიქტატორებს სიტყვისა და აზრის თავისუფლება აშინებდათ. კრძალავდნენ ყველაფერს, რაც თვალში არ მოსდიოდათ და ჭკუაში არ უჯდებოდათ, ციხეში ყრიდნენ მწერლებს, წვავდნენ მიუღებელ წიგნებს. საზიზღარი აუტოდაფების ტკბილად მოსაგონარი დრო საშუალებას იძლეოდა, ერთმანეთისგან გაგერჩია ავი და კარგი. აი, სარეკლამო ტოტალიტარიზმის ეპოქაში ეგეთი ადვილი აღარ არის თქვა – მე კი ხელები დამიბანიაო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ გავჩერდეთ, რათა ფიქრისთვის დრო არ დაგვრჩეს.

იდეა არსაიდან მოდის.

სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადავე ვყოფილიყავი.

ზეცათა სასუფეველში უფრო მეტი სიხარული ელის ერთ ცოდვილს, რომელმაც მოინანია, ვიდრე 99 მართალს, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ (ლუკას სახარება).