მაიკლ დუგლასი უმძიმეს მდგომარეობაშია

duglasi1მსოფლიო კინოვარსკვლავი მაიკლ დუგლასი უმძიმეს მდგომარეობაშია. როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, 71 წლის მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

კეტრინ ზეტა ჯონსის მეუღლე ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის. დუგლასს ყელის სიმსივნემ ისევ შეუტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

მსახიობს ყელის სიმსივნე მეოთხე სტადიაზე 6 წლის წინ დაუდგინეს. გამომწვევ მიზეზად სტრესი, თამბაქო და ალკოჰოლი დასახელდა. დუგლასმა შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარა ქიმიოთერაპიითა და დასხივებით. მოგვიანებით გამოაცხადა, რომ სიმსივნე დამარცხებულია, თუმცა, როგორც ჩანს, დაავადებამ რეციდივი განიცადა და მაიკლ დუგლასს კვლავ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

მედიკოსებმა ვარსკვლავს განუცხადეს, რომ მხოლოდ ექვსი თვის სიცოცხლე დარჩა.