23 მარტი, 2016

გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში

tekturmanidze123 მარტს, 16 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება 60 ნამუშევარი, როგორც ქანდაკება ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშები. მხატვარი სხვადასხვა დროს ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა, ხელოვნების სასახლეში კი მისი პერსონალური გამოფენა პირველად გაიმართება.

გიორგი თექთურმანიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგებიიყვნენ თენგიზ ღვინიაშვილი, ჯუნა მიქატაძე და ირაკლი ოქროპირიძე. მის მიერ შექმნილი ქანდაკება ვახტანგ გორგასალი დგას ყაზბეგში, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი – ბოლნისში და თბილისში კიკვიძის ბაღში, მიმინო და ხოხობი კი, რომლის კონცეფციის ავტორი ნიკუშა შენგელაიაა, აბანოთუბანში.

ხელოვანს სხვადასხვა ეკლესიებისთვის შექმნილი აქვს ბარელიეფები, მათ შორისაა სამების უკანა კოშკზე ლომის, ვაზის გამოსახულება…

გიორგი თექთურმანიძის გამოფენა ხელოვნების სასახლეში 30 მარტამდე გაგრძელდება.