Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დიდი პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

maugli1ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება.

15 აპრილს 19:00 საათზე, 16 აპრილს 13:00 და 16:00 საათზე, დიდ სცენაზე წარმოგიდგენთ რედიარდ კიპლინგის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „მაუგლი“ პრემიერას.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ საბაშვილი, ინსცენირების ავტორი მანანა გეგეჭკორი, დამდგმელი მხატვარი ბარბარა ასლამაზიშვილი, კომპოზიტორი დავით მალაზონია, მუსიკალური გამფორმებელი თამაზ იმნაძე, სიმღერების ტექსტის ავტორი ნინო ლეჟავა, ქორეოგრაფი თიკო ქოიავა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, ანა ზამბახიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ნინო ლეჟავა, ეკატერინე შარიქაძე, მამუკა ბოგვერაძე, დავით როსტომაშვილი, რამონა მიქელაძე, ქეთი ჩაჩუა, ბესო მეგრელიშვილი, დავით ხახიძე, ვანო დუგლაძე, პაატა კიკვაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ლევან გვაზავა, ნიკა ფაიქრიძე, თორნიკე ქინქლაძე, სოფიო ახუაშვილი, ია ჭილაია და სხვა.

სპექტაკლი „მაუგლი“ მიუზიკლის ჟანრს განეკუთვნება. მასში უხვად არის წარმოდგენილი სიმღერები, რომლებსაც მსახიობები ცოცხლად ასრულებენ და საცეკვაო ნომრები. სპექტაკლში 45 მსახიობი და 9 ბავშვი მონაწილეობს. საგულისხმოა, რომ სპექტაკლისთვის საგანგებოდ გამოცხადდა კასტინგი, რომლის მეშვეობით პატარა მაუგლისა და მგლის ლეკვების როლების შესასრულებლად რეჟისორმა 7 ბავშვი შეარჩია.

„მაუგლი“ საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობაა, რომელიც ორიგინალური კოსტიუმებითა და ჯუნგლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციით არის წარმოდგენილი.

ამბავი პატარა, დაკარგული, მგლების მიერ ნაპოვნი და გაზრდილი ბიჭის შესახებ უკვე 100 წელზე მეტია იპყრობს მილიონობით ბავშვის გულს მთელს მსოფლიოში.

რედიარდ კიპლინგის „მაუგლი“ სიმღერაა იმაზე, თუ როგორ ჰარმონიაში შეიძლება ცხოვრობდნენ ადამიანები და ტყის ბინადარნი, იმიტომ რომ ერთნიც და მეორენიც ბუნების შვილები არიან.

თეატრი მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს გაწეული დახმარებისათვის.

„მაუგლის“ თეატრალურ პრემიერას ეძღვნება პრომო აქცია, რომელსაც 10 აპრილს 14:00 საათზე თბილისის ზოოლოგიური პარკი უმასპინძლებს. ზოოპარკის ტერიტორიაზე პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის ვიქტორინა გაიმართება. კითხვები შერჩეული იქნება რედიარდ კიპლინგის ბიოგრაფიიდან და მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებიდან „მაუგლი“.

გათამაშებაშდება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ დაწესებული საპრემიერო სპექტაკლების 10 ორადგილიანი მოსაწვევი და რედიარდ კიპლინგის 5 წიგნი – „აი, ასეთი ამბები“, რომელიც გამარჯვებულთათვის წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსამ“ დააწესა.

ვიქტორინის შემდეგ, თოკების პარკში Aცტივიტყ მხიარული შეჯიბრი გაიმართება. თოკების პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე პრიზს დავმალავთ, რომლებსაც მინიშნებით ზოოპარკის სტუმრებმა უნდა მიაგნონ. ვინც პირველი იპოვნის, პრიზიც მისი იქნება.

წინასაპრემიერო პრომო აქციის მხარდაჭერისთვის თეატრი მადლობას უხდის თბილისის ზოოლოგიურ პარკს და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“.