30 მარტი, 2016

”მანდარინები” საფრანგეთში

mandarinebiზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას განაგრძობს.

ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინანტი ფილმი, რომელიც ათეულობით საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“მანდარინები” საბერძნეთის, იტალიის, პორტუგალიის, ამერიკის შემდეგ, საფრანგეთის კინოთეატრებშიც გამოვა.

ზაზა ურუშაძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის ჩვენება, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის კოპროდუქციაა, საფრანგეთის კინოთეატრებში 6 აპრილიდან დაიწყება.