“ვეფხისტყაოსნის” 100 უნიკალური გამოცემა საჯაროა

1vefxistyaosani2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც შოთა რუსთაველს და მის პოემა “ვეფხისტყაოსანს” მიეძღვნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში “ვეფხისტყაოსნის” 100 უნიკალური გამოცემა გამოიფინა. მათგან ყველაზე ძველი 1888 წელს არის დაბეჭდილი და მიხაი ზიჩის ნახატებითაა გაფორმებული.

ექსპოზიცია ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იუნესკოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად გამართა. გამოფენა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.