წარმატების გარანტი მარკ ტვენისგან

წარმატების გარანტი მარკ ტვენისგანმსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი ცნობილია არა მარტო თავისი შემოქმედებით, არამედ გამონათქვამებით.

“არტინფომ” შეკრიბა მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც ცხოვრებისეული სირთულეების და სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ:

***

თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უვიცობა და თავდაჯერებულობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ!

***

ნურასოდეს გადადებ ხვალისთვის საქმეს, რომელიც ზეგ შეგიძლია გააკეთო!

***

გემოვნებაზე არ დავობენ, მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ!

***

თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა, ვინმე გაამხნევო.

***

სჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს.

***

თუ ყოველთვის სიმართლეს ამბობთ, არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდებათ.

***

გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა.

***

ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის, სინდისის თავისუფლება: მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება, რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი.

***

ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში.

***

სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში – კარგი საზოგადოება.

***

წმინდა ძროხებისგან კარგი ჰამბურგერები გამოდის.

***

არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.

***

ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს.

***

ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი არა პატარა პლანეტა დაედოს.

***

კლასიკა – ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა.

***

თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ – დეზინფორმირებული.

***

ადამიანი, რომელიც არ კითხულობს, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელმაც კითხვა არ იცის.

***

პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ.

***

კარგი მეგობრები, კარგი წიგნები, და მძინარე სინდისი – აი, იდეალური ცხოვრება.

***

ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე.

***

ბანკირი არის ადამიანი, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს.