შეგიძლიათ ლოგიკურად აზროვნება?

1logikuri-azrovnebaლოგიკურად აზროვნება რჩეულთა ხვედრია. არიან ადამიანები, რომლებიც პაწაწინა ნიუანსითაც კი ამტკიცებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია.

“არტინფო” გთავაზობთ ნახატს, რომელსაც ახლავს კითხვები. თუ ნახატს კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მასზე ბევრი მინიშნებაა, რაც კითხვებზე სწორად პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

მაშ ასე:

1. დიდი დრო დარჩა ახალმთვარეობამდე?

2. მალე დაღამდება?

3. წელიწადის რა დროა ნახატზე?

4. რომელ მხარეს მიედინება მდინარე?

5. სანაოსნოა თუ არა მდინარე?

6. რა სიჩქარით მოძრაობს მატარებელი?

7. დიდი ხნის განმავლობაში იმოძრავებს მანქანა რკინიგზის გასწვრივ?

8. რისთვის უნდა მოემზადოს მძღოლი?

9. სადმე მახლობლად არის აეროდრომი?

10. ქრის თუ არა ქარი?

1testi

პასუხები:

1. არც ისე დიდი დროა დარჩენილი, რადგან ნახევარმთვარის ანარეკლი წყალზე ჩანს.

2. არა, რადგან ნახატზე მზის ამოსვლაა დახატული.

3. შემოდგომა. მზის მდებარეობით ადვილი მისახვედრია, რომ წეროები სამხრეთისკენ მიფრინავენ.

4. მდინარეებს, რომლებიც მოედინებიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მარჯვენა სანაპირო ციცაბო აქვთ. ესეიგი, მდინარე ჩვენგან ჰორიზონტისკენ მიედინება.

5. მდინარე სანაოსნოა. სჩანს ბაკენები.

6. მატარებელი დგას. შუქნიშნის ქვედა თვალი ანათებს – წითელი.

7. საგზაო ნიშანი ანიშნებს, რომ წინ რკინიგზის გადასასვლელია.

8. დამუხრუჭებისთვის. საგზაო ნიშანი ანიშნებს, რომ წინ ციცაბო ფერდობია.

9. ცაში თვითმფრინავის მიერ გამოსახული კვალია. უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების გამოსახვა კი მხოლოდ აეროდრომის მახლობლად არის დაშვებული.

10. ქარი ქრის, რადგან ნახატზე მატარებლის კვამლი “წაწოლილია”, ჩვენ კი ვიცით, რომ მატარებელი დგას.