Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სამხატვრო აკადემიამ სასამართლო პროცესი წააგო

17 თებერვალი, 2016

1samxatvroაპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიამ სასამართლო პროცესი წააგო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პროცესი აკადემიის მარცხით დასრულდა.

სამხატვრო აკადემიას გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა გია ეძგვერაძემ უჩივლა.

პირველად პროცესი გია ეძგვერაძემ გასული წლის 31 მარტს მოიგო, მეორედ კი – ახლა.

გია ეძგვერაძე:

“საბოლოოდ და არაუკუქცევადად, მე და თქვენ – ჩემო მეგობრებო! – მოვიგეთ სასამართლო!!!!

ანუ! კიდევ ერთხელ თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელთა უზნეო კარიერისტთა “ბანდაზე” – რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ახალგაზრდა შემოქმედთა პროგრესი და მომავალი!

როგორც გახსოვთ, შარშან, სამხატვრო აკადემიის პროფესორთა არჩევნებზე მივიღე მონაწილეობა, რათა შემდგომ რექტორის არჩევნებში შემძლებოდა ჩართვა. სამხატვრო აკადემიის კომისიამ პროფესორის სამ ადგილზე ოთხი (!) ინტერნაციონალურ გამოცდილებას სრულიად მოკლებული მხატვრები მიიღო, მე კი (ჩემი დონის მხატვარი და პედაგოგი), სამარცხვინო, ყველაზე “ნაგლი” და “ბანდიტურ”/კლანური ხერხებით და ხრიკებით გამომაგდეს! ალბათ ისიც გემახსოვრებათ, რომ, ჩემი საჩივრის შემდეგ სასამართლომ აკადემიის საარჩევნო კომისიის ეს გადაწყვეტილება ბათილად სცნო; მაგარმ “ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკაო” რომ იტყვიან – აკადემიამ სასამართლოს ეს განაჩენი სააპალაციოდ შეიტანა.

დღეს დილით სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აკადემიის არჩევნები ბათილი იყო! ისე რომ, ეს საქმე ბოლომდე მოვიგეთ და ამ სამარცხვინო 5 კაციანი “ბანდის” მოღვაწეობის პორტრეტი სრულიად ნათელად გამოიხატა. “ჩაწყობებით” და “ნეთესაურ-კუტოკ-კლანური საშუალებებით” ამ უვიცებს, ოღონდ თავიანთი ჯამაგირები შეინარჩუნონ, ყველა და ყველაფერი ფეხზე ჰკიდიათ – განსაკუთრებით გულუბრყვილო სტუდენტები – ყოველგვარ ამორალურ საქციელზე წამსვლელები არიან, შავზე თეთრიაო ხელს მოაწერენ, ოღონ მომთბარ/მომჯდარი ადგილები შეინარჩუნონ!!!

სამარცხვინო ხალხი სამარცხვინოდ ამთავრებს თავის “კარიერას”!!!

აი ასე!!! ჩემმა მეგობრებმა გაიხარეთ ჩემთან ერთად!
ჩვენს ასეთ სიხარულს – ჩვენს მიერ სამხატვრო აკადემიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის ორჯერ მოგებას ორ უნიჭიერეს ადამიანს, ორ დიდ პროფესიონალ ადვოკატს ლაშა ჩალაძეს და მიშა ჯახუას უნდა ვუმდალოდეთ. ბრწყინვალე ახალგაზრდებს – ასეთების იმედზე უნდა იყოს საქართველო. ჩვენი სიყვარული ამ ორ ადამიანს!!”