ქართველი მოდელები მილანის მოდის კვირეულზე

1milanis-modis-kvireuliიტალია მილანი მოდის კვირეულს მასპინძლობს, სადაც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები მოდის მოყვარულებს და კრიტიკოსებს შემოდგომა-ზამთარი 2016-ის კოლექციებს წარუდგენენ.

აღიარებულ და ახალბედა მოდელებთან ერთად, მილანის მოდის კვირეულზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა.

15 წლის ანი სულაბერიძემ Jil Sander-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ანის დებიუტი მილანში იანვარში მამაკაცის კოლექციების მოდის კვირეულზე შედგა.

მილანის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა მეორე ქართველმა მოდელმაც – 17 წლის ანა შელიამ. მან Antonio Marras-ის კოლექცია წარმოადგინა.