Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანი ბრეგვაძე სცენას ემშვიდობება

15 თებერვალი, 2016

1nani-scenas-emshvidobebaქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე სცენას ემშვიდობება. განცხადება ამის შესახებ მომღერალმა უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა.

2016 წელი ნანი ბრეგვაძისთვის საიუბილეოა. ქართული ესტრადის დედოფალს 80 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით, მას გადაწყვეტილი აქვს გრანდიოზული საკონცერტო ტურნე ჩაატაროს.

შვილთან ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან ნატალია ქუთათელაძესთან ერთად ნანი ბრეგვაძე მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგს და კიევს ეწვევა:

“იუბილესთან დაკავშირებით შემოქმედებითი გასტროლები აუცილებლად მექნება. დიდი სურვილი მაქვს შვილთან და შვილიშვილთან ერთად ჩავატარო კონცერტები, სადაც დაუკრავს დიდი ორკესტრი, საკონცერტო პროგრამა იქნება მრავალფეროვანი და აი, მაშინ მინდა ვთქვა – ნახვამდის, ჩემო ძვირფასო მსმენელო! სადამდე უნდა ვიდგე სცენაზე? უკვე შეუძლებელია!”