Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,მანდარინები” საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს

1 თებერვალი, 2016

1zaza-urushadzis-priziზაზა ურუშაძის “მანდარინები” საფესტივალო მოგზაურობას წარმატებით განაგრძობს.
“ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტმა ფილმმა Gaudí Awards-ის პრიზი მოიგო.

ინფორმაცია ზაზა ურუშაძემ გაავრცელა:

“ავიღეთ “საუკეთესო ევროპული ფილმი” ბარსელონაში – Gaudí Awards.”

“მანდარინებთან” ერთად ამავე ნომინაციაში კიდევ 3 ევროპული ფილმი იყო წარდგენილი:

  • Pride: Matthew Warchus
  • Clouds of Sils Maria: Olivier Assayas
  • Force Majeure: Ruben Östlund

Gaudí Awards – ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დააარსა და 2009 წლიდან გაიცემა.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი 31 იანვარს ბარსელონაში გაიმართა.