11 თებერვალი, 2016

გიორგი და მეგი დაქორწინდნენ

1giorgi-da-megi1სახალხო შოუ “ნიჭიერის” ერთ-ერთი ბოლო სეზონის მონაწილეები, მოცეკვავე წყვილი გიორგი გიგაური და მეგი მიშველიძე დაქორწინდნენ.

ინფორმაცია “ნიჭიერის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“გიორგიმ და მეგიმ, ფინალზე პრიზები მიიღეს Crediton.ge-სგან და სადაზღვევო კომპანია ”UNISON”-ისგან.

მათ ძალიან კარგად გამოიყენეს განკუთვნილი საჩუქრები, ჩვენ კი მივულოცოთ დაოჯახება, ორივე მათგანს!”

როგორც გაირკვა, გიორგი და მეგი ნამდვილად დაქორწინდნენ, მაგრამ ერთმანეთზე არა. ორივე მათგანს ჰყავდა თავისი რჩეული და პროექტის დასრულების შემდეგ ოჯახები შექმნეს.