Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული კულტურის კიდევ ერთი შეურაცხყოფა

2 თებერვალი, 2016

1suxishvilebiგასული კვირა ქართული კულტურის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ცეკვები, რომლებიც სომხების მიერ ეროვნულ ცეკვებად იყო წარმოდგენილი, ხოლო სიმღერა “ყვავილების ქვეყანას” გადაკეთებული ვერსია – სომხურ ჰიტად. ამ ვიდეოებმა ქართველი ხელოვანების აღშფოთება გამოიწვიეს და მათ შესაბამისი უწყებებისგან დროული რეაგირება მოითხოვეს.

ამჯერად ინტერნეტში ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელსაც Shervin ავრცელებს. ეს არის ცნობილი საქართველოს საიმიჯო კლიპი და მასში სუხიშვილები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცეკვავენ, თუმცა ვიდეორგოლში სიმღერა შეცვლილია და არსად არ არის აღნიშნული, რომ ეს ქართველების მიერ შესრულებული ქართული ცეკვაა.

თავად  Shervin ვიდეოს ასეთ ტექსტს ურთავს: ”ეს არის აზერბაიჯანული ლეზგინკა, ლამაზი ცეკვა, ლამაზი მუსიკით და მჯერა მისი ნახვა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.”

Shervin-ის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს უკვე გამოეხმაურნენ ქართველები. მის ფეისბუქ გვერდზე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად წერენ, რომ ეს ქართული ცეკვაა და მას ქართველები ასრულებენ.

P.S. ქართველების გააქტიურების შემდეგ Shervin-მა ვიდეო წაშალა.