ზუგდიდის თეატრი დაიხურა

1zugdidiმაშინ, როდესაც მთელი ქართული თეატრალური სამყარო 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს ანიშნავს და სპექტაკლებს თამაშობს, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაიხურა.

თეატრის დახურვის მიზეზი იქ არსებული უძიმესი მდგომარეობაა. შენობა ავარიულია და შემოქმედებით ჯგუფს ურთულეს პირობებში უწევს მუშაობა. ზუგდიდის თეატრში 45 ადამიანი მუშაობს, მათგან 14 მსახიობია.

თეატრის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მსახიობების, ტექნიკური პერსონალის და მაყურებლების უსაფრთხოების მიზნით, მუშაობა შეაჩეროს, თუმცა რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.