23 იანვარი, 2016

ვინ ურჩევს საქმეებს ლია ლიქოკელს?

1liaპოეტი და მწერალი ლია ლიქოკელი ბოლო რამდენიმე წელია ნამდვილ ლიტერატურულ აღმოჩენად იქცა. ის ლიტერატურული პრემიების “საბა” და “წერო” გამარჯვებულია. როგორც ჩანს, ლიას ასეთი წარმატება ბევრისთვის მიუღებელია, რის გამოც, მას არც მეტი, არც ნაკლები, საქმეებს ურჩევენ.

ლია ლიქოკელი:

“ხალხს ჩემს ტექსტებზე ზარავს.

ვიღაცეები მწერენ და საქმეს მირჩევენ, რომ ჩემი უწუპუწუ პოსტები სამარცხვინოა და მაგრად ტეხავს, რომ ამდენ ხალხს მოსწონს.

რომ პაპსა პოეტი ვარ (ცუდი გაგებით) და სინამდვილეს არ აღვწერ და არავის სჭირდება, რასაც ვყვები და ცოტა ხანში აღარც არავის ემახსოვრება.

ვიღაცეები ფიქრობენ, რომ მე და ჩემნაირები მათ ადგილს ვიკავებთ ლიტერატურული მზის ქვეშ და როცა ჩემნაირები აღარ იქნებიან, ამ სამყაროს ეშველება.

ვიღაცეები ამტკიცებენ, რომ ყალბი ვარ და მატყუარა. ალბათ კარგად მიცნობენ.

ვიღაცეები ფიქრობენ, რომ ცუდი ტონია, მოვწონდე და ვისაც მოვწონვარ, ფეხის ხმას არის აყოლილი.

ვიღაცეები სხედან და ლაიქებს ითვლიან ჩემს პოსტებზე.

და ნერვები ეშლებათ.

და ვიღაცეებს არ ეზარებათ, მაგრძნობინონ ეს ყველაფერი.

მე კი არ მეზარება, კიდევ და კიდევ მოვყვე რაც მომინდება. აესე, უწუპუწუდ, გოგოშკურად, აი მთელი ეს საყვარლობები და სიყალბეები.

გმადლობთ. კიდევ ბევრჯერ მოგიშლით ნერვებს. და შეგზარავთ.”