19 იანვარი, 2016

ვანდალიზმი ქუთაისის თეატრში

1qutaisi3ვანდალიზმი ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში. თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის სამწუხარო ფაქტია მსგავსი ვანდალური ფაქტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელება.

ქუთაისის თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში “იუნესკომ” შეიტანა. თეატრის კედელზე წარწერა და ნახატი ვარდისფერი საღებავით გვიან ღამით განჩდა.

თეატრის ხელმძღვანელობას მერიისთვის და პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს. შენობის სიახლოვეს სათვალთვალო კამერები არ არის, ამიტომ, სავარაუდოდ, დამნაშავეების პოვნაც ვერ მოხერხდება.