12 იანვარი, 2016

ვანდალიზმი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში

1eklesia-guriashiბოლო პერიოდში საქართველოში ვანდალური აქტები გახშირდა. გამონაკლისი არც ლანჩხუთში მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი აღმოჩნდა, სადაც ვანდალური აქტი განხორციელდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები და საგამოძიებო მოკვლევა დაიწყეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ტაძარში ბოროტმოქმედები შეიპარნენ და ტაძრის სარკმელი და სხვადასხვა ნივთები დაამტვირიეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლანჩხუთში ბოროტმოქმედებმა ტაძარი დააზიანეს. შარშან რამდენიმე ტაძარი და სავაჭრო ობიექტი ერთდროულად გაიქურდა. პოლიციამ ამ დანაშაულის მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანი დააკავა, რომლებიც მალევე გაათავისუფლა.