25 იანვარი, 2016

უკანონო მშენებლობა მთავარანგელოზის ეკლესიასთან

1ukanono-mshenebloba-svanetshiსაქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ადგილებში შეზღუდვების მიუხედავად, მაინც მიმდინარეობს უკანონო და თვითნებური სამუშაოები, რომლებიც საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა სვანეთში. მესტიის რაიონის სოფელ ზარდლაში, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან „თარიგზელი“ ხორციელდება უნებართვო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებელი სამშენებლო სამუშაოები.

სააგენტოს ინფორმაციით, მათი ინსპექციის სამსახური ადგილზე გამოიკვლევს არსებულ მდგომარეობას და იმოქმედებს კანონმდებლობის გათვალისწინებით. უახლოეს მომავალში კი დაინტერესებულ საზოგადოებას მოაწვდის სრულ ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სთხოვს საზოგადოებას, აქტიურად ჩაებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში და დარღვევისა თუ უკანონობის ფაქტები ყურადღების მიღმა არ დატოვონ.