28 იანვარი, 2016

თიკა ჯამბურია: ,,გადაგვარჩინეთ!”

1tika-jamburia-tbilisi-panoramazeმომღერალი თიკა ჯამბურია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მიაქციონ ყურადღება ადამიანებს და დაიცვან თითოეული მოქალაქისთვის კანონით მინიჭებული უფლებები. თიკას სურს, გამოჩნდეს ვინმე, ვინც იზრუნებს არა მარტო რიგითი მოქალაქეების, არამედ დედაქალაქის პრობლემებზე, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იჩენს თავს.

თიკა ჯამბურია:

“ზუსტად ჩემი აივნიდან ერთ მეტრში შენდება 54 მეტრიანი კედელიი!!! და ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურიაა!!! სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანააა ეს, სადაც ადამიანის უფლებებს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ!!!……

გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება პანორამა თბილისის ჩრდილქვეშ უნდა ვიცხოვრო, აუტანელი გახდა უკვე აქ ამ პირობებში ცხოვრება, ხან წყალს გვიკეტავენ, ხან შუქი მიდის და, ფაქტიურად, გაუჩერებელ მიწისძვრაში ვცხოვრობ…

იქნებ ვინმემ იზრუნოს იმაზე, რომ რუსთაველის პირველი ნომერი გადარჩეს?!”