Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თემურ ყვითელაშვილი იუბილეს აღნიშნავს

8 იანვარი, 2016

1temura-kvitela55ვირტუოზმა გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმა ახალი წლის დადგომა ერთგულ მსმენელს ახალი სიმღერით და კლიპით მიულოცა. ახლა კი იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. მუსიკოსი ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და თავის 55-ე დაბადების დღეს კონცერტით შეხვდება.

დიდ საკონცერტო დარბაზში 10 იანვარს თემურ ყვითელაშვილი საიუბილეო სოლოკონცერს გამართავს. გიტარისტთან ერთად სცენაზე იქნება ცნობილი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი თემურ მაისაშვილი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი), გიორგი მაჭარაშვილი (კლავიშებინი ინსტრუმენტი), მერაბ მამულაშვილი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი), დავით ჯაფარიძე (პერკუსია), ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი ინსტრუმენტები), ლევან დეისაძე (ბას-გიტარა), თემურ ყვითელაშვილი (უმცროსი) გიტარა.

კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ძველი და ახალი რეპერტუარიდან, მათ შორის ვოკალური ნაწარმოებებიც. ასევე, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ კონცერტისათვის შექმნილი რამდენიმე საცეკვაო კომპოზიცია მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიით და ვიდეო-ფოტო კოლაჟები.