11 იანვარი, 2016

რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი დაიწუნეს

1konkia

რობერტ სტურუამ საახალწლო დღეებში პატარა მაყურებელს საჩუქარი მოუმზადა და შარლ პეროს “კონკიას” მიხედვით სპექტაკლი დადგა.

წარმოდგენის ჩვენებები 10 დღის განმავლობაში რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს და მსახიობები დღეში ორ სპექტაკლს თამაშობენ.

შემოქმედებითი ჯგუფის მონდომების მიუხედავად, მაყურებელმა რობერტ სტურუას ახალი ნამუშევარი დაიწუნა და საჯაროდაც გააკრიტიკა.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი:

“დღეს ბავშვები „კონკიაზე“ წავიყვანე. რასაც ველოდი ის დამხვდა – გაუაზრებელი სიუჟეტი (მერე რა რომ მარტივია), დაუმუშავებელი მიზანსცენები, ყვირილი-ინტონაცია, რომელიც 80-იან წლებიდან მკვდარ კლიშედ იქცა (მუზიცირებული ყვირილი…), შინაარსის არ-გააზრებისა გამო გაწელილი დროის შეგრძნება, ამავე მიზეზით მსახიობების ნიჭიერების დამჩრდილავი, მათთვის შეუფერებელი, სტუდენტური წამოძახილების მსგავსი რეპლიკები, შედეგად თვალშისაცემი (ძალიან!) ზედაპირულობა…

საქმეს ვერ შველის ლამაზი კოსტიუმები და ზოგჯერ კარგი მისიკა, რომელიც ამ ყველაფრის შესაფერისად „ხელოვნურად“, ფონოგრამით სრულდება.

მოკლედ მეტ პატივს გვცემდეს მაყურებელს წამყვანი თეატრის რეჟისურა – უკეთესი იქნებოდა…”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის შეფასებას სხვა მაყურებლებიც გამოეხმაურნენ და რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი არ მოიწონეს.