5 იანვარი, 2016

რატი ამაღლობელი განმარტებებს აკეთებს

1ratis-leqsiპოეტი რატი ამაღლობელი განმარტებებს აკეთებს. მან ცოტა ხნის წინ ლექსი გამოაქვეყნა, რომელსაც “პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში” უწოდა.

რატი ამაღლობელი:

“პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ…”

ლექსის ინტერნეტში გამოქვეყნებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ლექსი ასობით ადამიანმა გააზიარა და არაერთაგვაროვანი შეფასებებიც დაიმსახურა.

რატი ამაღლობელი იძულებული გახდა ლექსთან დაკავშირებით განმარტებები გაეკეთებინა:

“ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც “ზუსტი” ინფორმაცია.”