26 იანვარი, 2016

,,რაის ნასოსი’’ დავის საგანი ხდება

1rais-nasosi1ქართული ფილმი “რაის ნასოსი”, რომელიც “მაიტა ნასოსის” გაგრძელებად არის მიჩნეული, დავის საგანი ხდება.

ფილმი უკვე დასრულებულია და საქართველოს კინოთეატრებში მისი პრემიერაც გაიმართა, თუმცა შემოქმედებით ჯგუფს შორის დაპირისპირება დაიწყო.

ფილმის რეჟისორი გია კაჭარავაა, რომელიც მთავარი როლსაც ასრულებს, მასთან ერთად კომედიაში მონაწილეობენ ჯაბა კილაძე, დავით როსტომაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, შონზო, დავით ქაცარავა, დონარა გვრიტივშილი, ბიძინა მახარაძე, გივი სიხარულიძე, კაბუ, იური მეჩითოვი, გია ჯაჯანიძე, მერაბ სანოძე, ხვიჩა მაღლაკელიძე მომღერლები ნინი წიკლაური და დათო კენჭიაშვილი. ფილმის გადაღებები სვანეთში, თბილისში და მცხეთაში მიმდინარეობდა.

„რაის ნასოსის“ რეჟისორმა გია კაჭარავამ პროდიუსერ ირაკლი ჩიკვაიძეს ანაზღაურების გადახდა მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას საავტორო უფლებებათა ასოციაცია ავრცელებს.