21 იანვარი, 2016

ქეთევან კიკნაძე: ,,თავზე ვიღაც უნდა გვაჯდეს…’’

1ketevannnმსახიობი ქეთევან კიკნაძე თავის გულისნადებს საჯაროდ ამზეურებს და აცხადებს, რომ როგორც იქნა თქვა ის, რაც დიდი ხანია გულში ჰქონდა.

ქეთევან კიკნაძე:

“ოცი წლის განმავლობაში, თითი არავის გაუნძრევია ჩვენი გულისთვის. ყველას გამსაღებლად ვჭირდებით. მაგონდება ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები, ქართველებო გაჩერდით ჩვენ ობოლი ერი ვართო.

ვინმეს თავში თუ მოსვლია აზრად, რომ ნეიტრალური ქვეყანა ვიყოთ .”ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნოდესო”, ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს ხომ დიდი ილიას სიტყვებია, მაშინ თავზე ვერავინ დაგვაჯდება ვერც რუსეთი და ვერც სხვა.

ჩვენი გულისთვის ომს არავინ დაიწყებს, მეტი საქმე არა აქვთ, ჩვენ შეგვაკვდნენ. აბა ევროკავშირი, აბა ნატო და მერე რაა? როცა ტერიტორიული მთლიანობა არა გვაქვს, ვერც ნატოში შევალთ და ვერც კატოში, სიმართლე ეს არის. ჩვენ თავზე ვიღაც უნდა გვაჯდეს, სხვანაირად არ შეგვიძლია. ბოლო ბოლო ვთქვი ის, რაც დიდი ხანია გულში მქონდა!”