Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქეთევან კიკნაძე: ,,ნუ გამკიცხავთ!’’

21 იანვარი, 2016

1kiknadzeგიგა ლორთქიფანიძის მეუღლე ქეთევან კიკნაძე თავისი გულწრფელობისთვის საკუთარ ხალხს სთხოვს, არ გაკიცხოს.

ქეთევან კიკნაძე:

“ნუ გამკიცხავს ჩემი ხალხი ჩემი შეხედულებების გამო. მე ვერ დავკარგავ იმ ხალხს, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ვერც რუსეთში და ვერც ამერიკაში. ლაქ ჯეიმს თაუნის საპატიო მოქალაქე ვარ. ვისთანაც კონტაქტები მაქვს ისინი პოლიტიკოსები არ არიან. ხელოვნების ხალხია.

რუსეთი აგრესორია ამას ვინ უარყოფს, ავღანეთში რამდენ ხანს იყო გამაგრებული. 1968 წელს ჩეხეთში ხალხი გაწყვიტა, უნგრეთში ხალხს ტანკებით გადაუარა.

ბაბაია დავუძახოთო? ხო, დავუძახოთ, დავიმციროთ თავი ჩვენი ქვეყნის გამო. რა გამოსავალია, ვინმემ მიპასუხოს.”