25 იანვარი, 2016

ნუცა ბუზალაძის ფურორი თურქულ ,,ვოისში”

1nuca-turqul-televiziashiთურქული “ვოისის” ქართველმა კონკურსანტმა ნუცა ბუზალაძემ რინგზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ჰადისეს გუნდის წევრებმა Jennifer Lopez-ის და Pitbull-ის დუეტი “On The Floor”-ის ორიგინალური ვერსია შეასრულეს.

Tankurt & Berfu & Nutsa – ასეთი ტანდემი შეარჩია მათმა მწვრთნელმა. ტრიოს ცეცხლოვან შესრულებას ვერც დარბაზმა გაუძლო და ვერც მწვრთნელებმა – ჰადისე და მურატი სცენაზე ავიდნენ და მათთან ერთად იმხიარულეს.

ჰადისემ სამი კონკურსანტიდან არჩევანი ნუცაზე გააკეთა და მომდევნო ტურში ქართველი მომღერალი გადაიყვანა.

ნუცამ თავისი ემოციები გულშემატკივრებსაც გაუზიარა, რომლებმაც ქართველ მომღერალს წარმატება მიულოცეს და გამარჯვება უსურვეს:

“მადლობა ყველას! მიხარია რომ მოგეწონათ, ჯერ ყველაფერი წინაა! მაგრამ, აი, მურატის ფანები მგონი ხვალ სადმე დამხვდებიან და ყველაფერზე პასუხს მაგებინებენ… ვაიი…. ინსტაგრამი ამიფეთქეს!”