Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნუცა ბუზალაძე ისევ ტრიუმფატორია

21 იანვარი, 2016

1nutsa-voisis-mesame-turshiთურქული “ვოისის” წლევანდელი სეზონის მონაწილე ქართველი მომღერალი, 17 წლის ნუცა ბუზალაძე ისევ ტრიუმფატორია.

მომღერალმა ბრმა ქასტინგზე ნამდვილი ფურორი მოახდინა, ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა და ჰადისეს გუნდის წევრიც გახდა. მეორე ტურში ნუცა მომდევნო ეტაპზე რინგის გარეშე გადაიყვანეს.

ამჯერად ნუცა ისევ დაუბრუნდა სტამბულს, სადაც თურქული “ვოისის” მესამე ტური გაიმართა, რომელიც ქართველი კონკურსანტისთვის ისევ წარმატებული აღმოჩნდა. ინფორმაცია ნუცამ თავად გაავრცელა:

“მესამე ტურიც წარმატებით დასრულდა!”